spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა წითლიძე – დაუძლურებული, დასუსტებული, თქვენ მიერ მოწამლული, ციხიდან ახერხებს იმას, რომ ჩამოგახიათ ნიღაბი მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ანა წითლიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” დეპუტატის ნინო წილოსანის ოჯახს წინა ხელისუფლებასთან პრობლემა არასოდეს ჰქონია.

 

“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ნინო წილოსანის განცხადებას და არ შევახსენო ნინო წილოსანს, რას წარმოადგენდა მისი ოჯახი წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ის მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს. არ შევახსენო ის, რომ მის ოჯახს არასდროს პრობლემა წინა ხელისუფლებასთან არ ჰქონია და მშვენივრად გრძნობდა თავს.

 

სწორედ “ქართული ოცნების” პირობებში 60 მილიონის მოპარვას აბრალებდნენ, “ქართული ოცნება” აბრალებდა მას 60 მილიონის მოპარვას, შემდეგ “ქართულ ოცნებასთანაც” მშვენივრად დალაგდა, რატომღაც არ გახსენებიათ მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები, 60 მილიონის მოპარვა, რატომ მოიპარა იქნებ ესეც განმარტოს ქალბატონმა წილოსანმა და შემდეგ, ამ ყველაფრისთვის დასვეს აქ ეს ქალბატონი, რომელსაც ეს სისულელეები უნდა ელაპარაკა, რასაც ახლა ლაპარაკობს. 

 

მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო აღიარება არის ის პოლიტიკური განაჩენი, რაც არის კი, ნამდვილად განაჩენი თქვენი ხელისუფლებისთვის, დაუძლურებული, დასუსტებული, თქვენ მიერ მოწამლული, ციხიდან ახერხებს იმას, რომ ჩამოგახიათ ნიღაბი მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა წითლიძემ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები