spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა წითლიძე – კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საერთაშორისო აღიარება ამ პარლამენტს არ ექნება

მაშინ, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები არჩევნებამდეც გვეუბნებოდნენ, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის არის ღია, “ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო ჩვენ მივიღეთ ის, რომ ამ მიტაცებული არჩევნებით საქართველომ დაკარგა ევროინტეგრაციის შანსი – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო აღიარება ამ პარლამენტს არ ექნება, რადგან მიტაცებული არჩევნებით საქართველომ დაკარგა ევროინტეგრაციის შანსი, განვითარების შანსი და კეთილდღეობის შანსი თითოეული საქართველოს მოქალაქისათვის.

“ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ევროპარლამენტში დებატები, როდესაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და როდესაც ჩვენ ევროპელი პარტნიორები არჩევნებამდეც გვეუბნებოდნენ, რომ ეს ევროკავშირის კარი არის ღია თუ საქართველო იქნება დემოკრატიული, ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, მაგრამ “ქართული ოცნების“ პოლიტიკის წყალობით ჩვენ მივიღეთ ის, რომ გუშინ ევროპარლამენტში საუბარი იყო იმაზე, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი, საუბარი იყო ბიულეტენების ჩაყრაზე, დაშინებაზე და ამ ყველაფერზე დისკუსიამ გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო აღიარება ამ პარლამენტს არ ექნება, რადგან ამ მიტაცებული არჩევნებით საქართველომ დაკარგა ევროინტეგრაციის შანსი, განვითარების შანსი და კეთილდღეობის შანსი თითოეული საქართველოს მოქალაქისათვის,“- განაცხადა ანა წითლიძემ.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპელმა კანონმდებლებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე იმსჯელეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები