ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი აქციები სისტემატური იყოს, რადგან ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის ერთადერთი რამ, რაც რუსულ რეჟიმს მოარყევს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას აიძულებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არ მუშაობს არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა და გამოსავალი მხოლოდ აქციებშია.
“ყოველდღიური აქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს და არ მუშაობს არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა, ქვეყანაში მკვდარია დემოკრატია, ასეთ შემთხვევაში, რჩება მხოლოდ საპროტესტო მუხტი ქუჩაში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი აქციები სისტემატური იყოს, რადგან ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის ერთადერთი რამ, რაც რუსულ რეჟიმს მოარყევს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას აიძულებს” , – განაცხადა ანა წითლიძემ.
დღეს, 19:00 პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია “დაიბრუნე ხმა“ გაიმართება.