spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა წითლიძე – ერთია ნიკა მაჭუტაძე, მეორე, ვინც ასევე უნდა დაადასტუროს მისცა თუ არ მისცა ხმა, არის ბაჩუკი ქარდავა, ჩხეიძეებთან ჯერ კომუნიკაცია არ გვქონია

ამ ადამიანებმა უნდა ახსნან, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებისთვის ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ხმის მიცემის შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ერთ-ერთი დეპუტატი, ვინც ხმა, ნიკა მაჭუტაძე იყო, საკითხზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჯერ ვერ მიიღეს ბაჩუკი ქარდავასგან, ასევე, ცდილობენ როსტომ და ნატო ჩხეიძეებთან კომუნიკაციას.

 

“ამ ადამიანებმა უნდა ახსნან, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ერთი, მაგალითად ნიკა მაჭუტაძე, რომელმაც გაუგებარი არგუმენტით მიიღო ეს გადაწყვეტილება, არანაირი ლეგიტიმური საფუძველი მის არგუმენტს არ აქვს, მეორე, ადამიანი ასევე ვინც უნდა დაადასტუროს მისცა თუ არ მისცა ხმა ამას, არის ბაჩუკი ქარდავა, რომლისგანაც ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჯერ ვერ მივიღეთ. ჩხეიძეებთან დაკავშირებით ჯერ კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა ვცდილობთ, რომ მათთან კომუნიკაცია გვქონდეს და მათი პასუხიც. პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის გაირკვეს ვინ არიან ეს ადამიანები და რომ მათგან მოვისმინოთ ჩვენ და ამომრჩეველმა, არგუმენტი, რატომ მიიღეს დღეს მონაწილეობა იმაში, რომ გააძლიერეს კლანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში”, – განაცხადა ანა წითლიძემ “მთავართან”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები