“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ანა წითლიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.
“პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” მხარს არ დაუჭერს, რადგან ეს არის იმ რუსული გეგმის ნაწილი, რომელსაც ახორციელებს “ქართული ოცნება” დღეს ქვეყანაში.
ის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეიძლება თურმე მხარი დაუჭიროს იმპიჩმენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გამო და ამით ივაჭროს, ქოცების მიერ შემოგდებული ნარატივია”, – განაცხადა ანა წითლიძე.
გერმანული მედია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების დაანონსებას ეხმაურება და წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ქართული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს პირობებს უყენებს, რომ თუ ის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ.