spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა წითლიძე – ესეც ჩვენი ბრალია “ქართული ოცნების” 461 კანონს ხმა რომ მისცა?

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ანა წითლიძე ოპოზიციის შიდა ჩატის ე.წ. სქრინების გავრცელებას ეხმაურება.

 

“მე რომ სახელ და გვარებს საშინლად ვიმახსოვრებ, ამ ჩატიდანაც ჩანს. ჩემს ტრადიციულ სენს დააბრალეთ სახელი და გვარების დაუმახსოვრობაში და შიმშილობის შემდეგ გაუარესებულ მეხსიერებას. 

 

ამ ჩატში სკანდალური რა არის? 

 

უფრო ზუსტად ის არის, რაზეც ვამბობდით გუშინ, რომ მითითება იყო კონკრეტულ კანდიდატებზე ვისთვის უნდა მიგვეცა ხმა – თუ ძალიან მოუნდებოდა ვინმეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

 

ანუ რასაც ქალბატონი ნატო ამბობდა, რომ მითითება არ ყოფილა, თურმე ყოფილა. მაინც ადგა და ხმა მისცა არა ამ კანდიდატებს და არა მათ შორის ყბადაღებულ ნიშნიანიძეს, არამედ “ქართული ოცნების” შერჩეულ სამ კანდიდატს – კლანის წევრს. 

 

და ჩატში რომ მითითება არ ყოფილიყო – ისედაც საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ როგორ უნდა დამდგარიყო ის, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატისთვის ხმა არ მიგეცა. 

 

მაჭუტაძემ აღიარა რომ მძიმე პოლიტიკური შეცდომა დაუშვა. 

 

აი, ნატო ჩხეიძის მცდელობა – რომ საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს, ზღვარს ცდება. 

 

გუშინ კომენტარში ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აბრალებდა. 

 

გუშინ ფრაქციის სხდომაზე ნატო ჩხეიძე გვიმტკიცებდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და არ ნანობს რომ ხმა მისცა “ქართული ოცნების” კანდიდატებს. ამას ამბობდა ფრაქციის ყველა წევრის თანასწრებით, რის გამოც მე და ქნ ნატოს გვქონდა ძალიან ხმამაღალი შელაპარაკება და ჩხუბი. 

 

დღეს ასევე დავინტერესდი და ამოვიღე ქალბატონი ნატოს კენჭისყრის შედეგები და აღმოვაჩინე, რომ 400 მეტი კანონისთვის აქვს ხმა მიცემული მაშინ, როდესაც ჩვენ კენჭისყრებში არ ვმონაწილეობთ და ესეც ჩვენი ბრალია “ქართული ოცნების” 461 კანონს ხმა რომ მისცა? 

 

რატომ მაიძულებთ ისეთ დღეში ჩაგაგდოთ უებდურება გჭირდეთ? 

 

ეს ჩატის სქრინი, ვინც გაიტანა მორალი და სახელი რაც ჰქვია, თვითონ იცის. ამ სქრინზე გუშინ ყველა ეთერში მე ვილაპარაკე და უბრალოდ დასქრინვა არ ვიკადრე”, – წერს წითლიძე სოციალურ ქსელში.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fani.tsitlidze%2Fposts%2Fpfbid02QsPbU4bgaxsRijGdZNFJ52mgyCXnT2QJbBcQD1zLo15T8o8BtSrnMSUacLpBpKczl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”773″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები