spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა წითლიძე – გვექნება შესაძლებლობა შეხვდეთ და ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველომ უნდა მიიღოს

რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შეხვდეთ და ჩვენი მთავარი გზავნილი ამ ყველაფერში იქნება ის, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველომ უნდა მიიღოს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

“მიუხედავად იმისა, რომ რუსული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელი შეუშალოს. ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსთან ერთად, უმნიშვნელოვანესი არის, ამ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი არჩევნები, რადგან მათ გარეშე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. ამიტომ ჩვენ ეს გზავნილები გვექნება ბატონ ბორელთან”, – განაცხადა წითლიძემ.

 

ჟოზეფ ბორელი საქართველოს დღეს ეწვევა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები