spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა წითლიძე – მაქვს პატივი, ვარშავაში მიხეილ სააკაშვილის სახელით პატივი მივაგო ლეხ და მარია კაჩინსკების ხსოვნას

მაქვს პატივი, დღეს ვარშავაში მიხეილ სააკაშვილის სახელით პატივი მივაგო საქართველოს დიდი მეგობრების ლეხ და მარია კაჩინსკების ხსოვნას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ანა წითლიძე წერს.

 

ანა წითლიძე პოლონეთში პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან და მესამე პრეზიდენტის დედასთან გიული ალასანიასთან ერთად იმყოფება.

 

სმოლენსკის ტრაგედიიდან 13 წელი გავიდა.

 

2010 წლის 10 აპრილს რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან საპრეზიდენტო ავიალაინერი „ტუ-154“ ჩამოვარდა, რომლის ბორტზე პოლონეთის სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა.

 

პოლონეთის მთავრობის წევრები, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით, სმოლენსკში კატინის ტრაგედიისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.

 

ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 96-ვე პირი დაიღუპა, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი  და მისი მეუღლე მარია კაჩინსკი.

 

რუსეთის საგამოძიებო უწყებები ავიაკატასტროფის მიზეზად ხომალდის ეკიპაჟის მოქმედებას ასახელებდნენ, პოლონური მხარე კი დისპეტჩერების შეცდომაზე საუბრობდა. 

 

2015 წლის ბოლოს პოლონეთში ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა ნაციონალურ-კონსერვატიულმა მთავრობამ საგამოძიებო დასკვნები არადამაჯერებლად მიიჩნია.

 

2016 წლის თებერვალში პოლონეთის ხელისუფლებამ სმოლენსკის კატასტროფის გამოძიება განაახლა. ახალმა გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავი ჯერ კიდევ ჰაერში, ბორტზე მომხდარი რამდენიმე აფეთქების შედეგად დაიშალა.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fannatsitlidzee%2Fposts%2Fpfbid04biuHonx9GGBoghRCTwEEUhoSTK8LafRyN93L4oPSmhWkmnQforpE6nTE6nyCok2l&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”709″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები