spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა წითლიძე – “ოცნებამ“ გადაწყვიტა, დახმარება სთხოვოს “კანონიერ ქურდებს”, მტკიცებულებებს გადავცემთ საერთაშორისო ორგანიზაციებს

“ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ დახმარება სთხოვოს “კანონიერ ქურდებს”. ამის მტკიცებულებებს გადავცემთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში, კომბინატის უბანში ჩატარდა ე.წ. “სხადნიაკი“, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობა – ერთიანობის” წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ზუგდიდში, კომბინატის უბანში ჩატარდა ე.წ. „სხადნიაკი“, სადაც ორი ზუგდიდელი კანონიერი ქურდის სახელით ირაკლი მარღია და ლევან ყალიჩავა, ე.წ. ძველ ბიჭებს დაავალეს, რომ იმუშაონ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

“ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ არჩევნები აქვს წაგებული და ძალიან კარგად იცის, რომ ზუგდიდსა და სამეგრელოში წააგებს ძალიან მწარედ 26 ოქტომბერს და გაიმარჯვებს ოპოზიცია და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ იქნება პირველ ადგილზე ზუგდიდშიც და მთელ სამეგრელოშიც. „ქართულ ოცნებას“ არ უშველა არც პირადობის მოწმობების ჩამორთმევის სქემამ, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა რაც მათ დაწყებული აქვთ, არც ზუგდიდელების დაშინებამ უშველა, რადგან ზუგდიდელებს არ ეშინიათ და ძალიან მყარად დგანან ოპოზიციურ განწყობაზე, ამიტომაც „ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ დახმარება სთხოვოს კანონიერ ქურდებს. ჩემი ინფორმაციით, დადასტურებული ინფორმაციით და ამის მტკიცებულებებს გადავცემთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში, კომბინატის უბანში ჩატარდა ე.წ. „სხადნიაკი“, სადაც ორი ზუგდიდელი კანონიერი ქურდის სახელით ირაკლი მარღია და ლევან ყალიჩავა, ე.წ. ძველ ბიჭებს დაავალეს, რომ იმუშაონ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. მათ აქვთ ორი დავალება, პირველი, რომ დააშინონ ადგილობრივი მოსახლეობა, რომ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა არ მივიდეს არჩევნებზე და მეორე, მონაწილეობა მიიღონ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი.

მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მცდელობა, რამდენი “კანონიერი ქურდიც” არ უნდა ჩართოთ ამ პროცესში, 26 ოქტომბერს თქვენ ზუგდიდი და მთელი სამეგრელო გეტყვით უარს და გაგისტუმრებთ ხელისუფლებიდან. მინდა მივმართო ამ კანონიერ ქურდებს ლევან მარღიას და ირაკლი ყალიჩავას, რომ თქვენი ქმედებები, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენივე ფასეულობებითაც კი არ ჯდება არაფერში.

ხელისუფლებასთან მოთანამშრომლე “კანონიერ ქურდებს” რა ჰქვიათ თქვენვე შეგიძლიათ დაარქვათ ამას სახელი და მინდა მივმართო ასევე შსს-ს, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსს ირაკლი ფაცაციას, როდესაც აქ, ზუგდიდში ტარდება ე.წ. „სხადნიაკები“, როდესაც “კანონიერი ქურდები” და ძველი ბიჭები და ეს კრიმინალური დაჯგუფება ზუგდიდში მოქმედებს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის წინააღმდეგ, სად არის ამ დროს პოლიცია და სად არის სახელმწიფო? კიდევ ერთხელ უნდა იცოდეს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ სქემაში არის ჩართული, ჩვენ ვიცით თითოეული თქვენგანის სახელი და გვარი, თითოეული თქვენგანის სახელი და გვარი ეცოდინება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ყველა საელჩოს. ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ იმაზე, რომ თქვენ მოხვდეთ სანქცირებულთა სიაში და პასუხი აგოთ ყველა კანონდარღვევაზე, რადგან პირადობის მოწმობების ჩამორთმევა არის სისხლის სამართლის დანაშაული, თქვენ ვერ დააშინებთ ვერცერთ ზუგდიდელს, სამეგრელოს, ზუგდიდი და სამეგრელო ძალიან მტკიცე პასუხს გაგცემთ 26 ოქტომბერს, როდესაც რუსული რეჟიმი დასრულდება და კოალიციური მთავრობა მოვა ხელისუფლებაში“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები