როდესაც ვსაუბრობთ პოლარიზაციის შემცირებაზე, უნდა გვესმოდეს, რომ პოლარიზაცია ვერ შემცირდება, როდესაც ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „მთავარის“ მედიამენეჯერი ნიკა გვარამია, როდესაც ხელისუფლება ებრძვის ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას, სამოქალაქო აქტივისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს პარლამენტის წინ აპატიმრებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უჭირავთ ცარიელი ფურცლები, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წთლიძემ.
მან ხელისუფლება დაადანაშაულა, რომ თორმეტპუნქტიან ვალდებულებებს ზედაპირულად და არასრულად ასრულებენ.
მისი თქმით, ამის შესახებ ბრიუსელში გამართული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებებშია საუბარი.