“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაკითხვაზე დაიბარეს.
მისი თქმით, პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.
“სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურიდან დამირეკეს, დაკითხვაზე გიბარებთო. პროკურატურა, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო არჩევნების გაყალბების სქემაში და მათ შორის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში – ნდობა არა აქვს არც ჩემგან არც საქართველოს მოქალაქეებისგან. შესაბამისად მისვლას არ ვაპირებ”, – წერს ანა წითლიძე.