რატი ბრეგაძემ უნდა იცოდეს, რომ კი, როდესაც ვეუბნები, რომ მისი შთამომავლები ივლიან მკვლელი და მოღალატე მამის სახელით – ეს არის მისი იუსტიციის მინისტრობის განაჩენი და ამას ვერ აცდება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.
“როგორც სერგო ორჯონიკიძის შთამომავლებმა იციან, თუმცა მათ არაფერი დაუშავებიათ. ამ ომში რუსული ოცნებასთან კი, უნდა იცოდნენ ოცნების ლიდერებმა, რომ მათი დღევანდელი ჯალათობა და ბოლშევიზმი არის ის ისტორიული განაჩენი, რაც მათ თვითონ აირჩიეს და რაც არა მხოლოდ მათ, გაჰყვება მთელს მათ შთამომავლობას”, – განაცხადა წითლიძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები იუსტიციის მინისტრს დღეს პარლამენტში წარწერებით – “ნუ კლავთ” და მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით დახვდნენ, შემდეგ კი სხდომათა დარბაზი დატოვეს.