spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა წითლიძე – რაც გაქვთ წაღებული დააბრუნეთ ადგილებზე, სხვა შემთხვევაში, იცოდეთ, რომ მოგიწევთ პასუხის გება

დამარცხებას გრძნობს “ქართული ოცნება“ და გაშმაგებულად ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განახორციელოს სპეცოპერაცია, რაც გულისხმობს პირადობის მოწმობის ჩამორთმევას ზუგდიდელებისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ ხელშია ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, თუ, როგორ ცდილობენ მოცემული პირები ქართველი საზოგადოების დაშინებას.

“ზუსტად 2 დღე დარჩა გამარჯვებამდე და ზუსტად 2 დღე დარჩა „ქართული ოცნების“ წასვლამდე. დამარცხებას გრძნობს „ქართული ოცნება“ და გაშმაგებულად ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განახორციელოს სპეცოპერაცია, რაც გულისხმობს პირადობის მოწმობის ჩამორთმევას ზუგდიდელებისთვის. ჩვენ უკვე შევძელით, რომ 200-ზე მეტი უკანონოდ ჩამორთმეული პირადობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უკანონოდ ჰქონდა ჩამორთმეული ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის, დავაბრუნებინეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, მარცხისთვის განწირული „ქართული ოცნება“, მაინც აგრძელებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს, სხვადასხვა მიზეზით, ზოგს სოციალურის მოხსნით, ზოგს დამუქრებით, რომ სამსახურიდან გაუშვებენ, პირადობის მოწმობები ჩამოართვას. მე დღეს ვისაუბრებ რამდენიმე შემთხვევაზე, რომელიც მოხდა წალენჯიხაში, ჯვარში და რომელიც მოხდა ზუგდიდსა და მარტვილში. აი, ეს არის ფოტოები ადამიანების. ერთი არის ავთანდილ ღურწკაია, კრიმინალური დაჯგუფების წევრი, რომელიც წალენჯიხაში და ჯვარში ატერორებს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს და ცდილობს მათ წაართვას პირადობის მოწმობები. კახა ფიფია, რომელიც არის ასევე კრიმინალური წარსულის ადამიანი, ამ შემთხვევაში, ხელისუფლების აგენტი, რომელიც წალენჯიხაში და ჯვარში პირადობის მოწმობებს ძალით ართმევს ოპოზიციურად ამომრჩეველ ადამიანებს. ასევე, მარტვილის ერთ-ერთ სოფელში ზურაბ ჯიჯელავა, ეს არის პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ატერორებს ადგილობრივებს და ცდილობს მათგან პირადობის მოწმობები გამოითხოვოს. ასევე ზუგდიდში, გიზო ჭეჟია და ბორის კილასონია, ე.წ. “კაი ბიჭები”, რეალურად კი ხელისუფლების აგენტები. დროს გაძლევთ ამ საღამოს 7 საათამდე, რაც გაქვთ წაღებული თქვენ უკეთ იცით და დააბრუნეთ ადგილებზე. ჩვენ გვაქვს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, როგორ ცდილობთ საქართველოს მოქალაქეების ტერორს. სხვა შემთხვევაში, იცოდეთ, რომ მოგიწევთ პასუხის გება“, – განაცხადა წითლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები