spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა წითლიძე – საუბარი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, პრეზიდენტს თავისი იმპიჩმენტის საკითხი ყველაზე ნაკლებად აღელვებს

პრეზიდენტთან შეხვედრაზე, პირველ რიგში, საუბარი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. როგორც გამოიკვეთა, ეს არის პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელიც ამწუთას აღელვებს საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე არ გვისაუბრია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

 

“შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება როცა ყველაფერს აკეთებს, ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, საბოტაჟი მოუწყოს კანდიდატის სტატუსს, ამ დროს რა არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად – საქართველოს პრეზიდენტმა, ოპოზიციამ, არასამთავრობო სექტორმა, საქართველოს მოქალაქეებმა.

 

იმპიჩმენტთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. პრეზიდენტს თავისი იმპიჩმენტის საკითხი ყველაზე ნაკლებად აღელვებს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაგვაცნო, როგორია საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ვიმსჯელეთ, როგორი უნდა იყოს გამოსავალი, ოპოზიციამ, მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა რა უნდა გავაკეთოთ საბოლოო შედეგამდე.

 

მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე არ გვისაუბრია. ეს არ არის ჩემი პირველი შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან და არც უკანასკნელი, კომუნიკაცია გვაქვს მუდმივად. სალომე ზურაბიშვილმა ყველა ასეთი შეხვედრის დროს იცის ჩემი პოზიცია, ასევე ჩვენ ვიცით მისი პოზიცია, რომელიც გაცხადებული აქვს. ჩვენ ვრჩებით იმავე აზრზე, რომ სააკაშვილის შეწყალება უმნიშვნელოვანესია, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ იმპიჩმენტის საკითხის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირება სპეკულაციაა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო და შემდეგ აჰყვა ყველა“, – განაცხადა წითლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები