spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა წითლიძე – სავსეა პარლამენტი სუს-ით, სპეცდაცვის თანამშრომლებით, კრიმინალური პოლიციით

ხელისუფლება, რომელსაც ასე სჭირდება დაცვა საკუთარი ხალხისგან – ხელისუფლება არ არის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ანა წითლიძე წერს.

 

“სავსეა პარლამენტი სუს-ით, სპეცდაცვის თანამშრომლებით, კრიმინალური პოლიციით. 

 

სართული არ არის, სადაც არ ზიან. გადატენილია დერეფნები. საშვთა ბიურო ჩაკეტილია. 

 

ხელისუფლება, რომელსაც ასე სჭირდება დაცვა საკუთარი ხალხისგან – ხელისუფლება არ არის. 

 

მშიშრები! მორევაზე არიან”, – წერს ანა წითლიძე.

 

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე ცოტა ხანში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს. პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი. მობილიზებულია პოლიცია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები