spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა წითლიძე – სუს-ის უფროსის მოადგილემ მიპასუხა, რომ ამ კითხვას პასუხს არ გასცემს, არადა მგონი გასცა პასუხი ამ პასუხითაც

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ანა წითლიძის თქმით, სუს-ის უფროსის მოადგილემ პარლამენტში მოსმენაზე არ უპასუხა კითხვას, არის თუ არა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ერთ-ერთი მონაწილე გიორგი მუმლაძე სუსის თანამშრომელი.

 

“არის თუ არა “ფორმულას” მიერ გაშიფრული გიორგი მუმლაძე რომელმაც, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა, სავარაუდოდ, განახორციელა და დაგეგმა, სუს-ის თანამშრომელი, მითხარით ან კი ან არა.

 

სუს-ის უფროსის მოადგილემ მიპასუხა, რომ ამ კითხვას პასუხს არ გასცემს.

 

არადა მგონი გასცა პასუხი ამ პასუხითაც“, – წერს წითლიძე.

 

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე შსს-ს წარმოებიდან ამოიღეს და გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. 

 

“ფორმულას” ინფორმაციით, მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები