ბრიუსელი: ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი Front News-ს კრიპტოვალუტის შესახებ ესაუბრა, რომელიც ბიტოინის შეცვლას შეძლებს და ასევე იმაზე თუ რამდენი ადამიანია ჩართული კრიპტოეკონომიკაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.
– რომელი ყოფილი საბჭოთა ქვეყნები არიან კრიპტოვალუტისთვის კანონის მიღების წინაშე?
– სამწუხაროდ, არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები აპირებენ ახალი კანონების მიღებას, თუმცა არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც აქვთ იაფი ელექტროენერგიის წყარო და ის შეიძლება გამოყენებულ იქნას მაინინგის ფერმების ასაშენებლად, რადგან იაფი ელექტროენერგიის წარმოება მომგებიანი ბიზნესია. საქართველოში მუშაობს მაინინგის დიდი ფერმა, რომელიც Bitfury Group-ს ეკუთვნის, ასევე მცირე მწარმოებლები. მივიჩნევთ, რომ მდგომარეობა და კანონი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იქნება მას შემდეგ, რაც ევროკავშირი ან სხვა განვითარებული ქვეყნები ამ სექტორთან მიმართებაში რიგ შეთანხმებებს გააკეთებენ.
– რამდენი ადამიანია ჩართული კრიპტოეკონომიკაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში?
– რამდენადაც კრიპტოვალუტის მიმართ დამოკიდებულება არის უფრო ჩრდილოვანი ეკონომიკის და არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, სექტორში ჩართული ადამიანების საერთო რაოდენობის განსაზღვრა რთულია. თუმცა არსებული კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო 3-4 თვის განმავლობაში 300-დან 800 დოლარამდე მერყეობდა.
– როგორია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კრიპტოეკონომიკის კაპიტალიზაცია?
– ასეთი ინფორმაცია არ არსებობს.
– როდის დაიწყებს ბიტკოინის კურსი ზრდას?
– რამდენადაც ბიტკოინის ან სხვა ნებისმიერი კრიპტოვალუტის ფასი არ არის მხარდაჭერილი ცენტრალური ბანკების მიერ, ისინი შეიძლება განიხილებოდეს როგორც ელექტრონული აქტივი, რომელიც თავისუფლად არის გაყიდული ბაზარზე, მყიდველებისა და გამყიდველის მიერ განსაზღვრული ფასით. მაშინ, როცა სექტორში ცვლილებებისა და რისკების შესახებ მოლოდინები ყოველდღიურად იცვლება, ეს ზრდის განსხვავებას და შესაბამისად, ფასის პროგნოზირება რთულია.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ფასმა მარტივად შეიძლება დაიწიოს იმის მიხედვით თუ როგორი ინტენსივობით იზრდებოდა ის გასული წლის განმავლობაში. არ აქვს არც ჭერი და არც ფსკერი, რაც იქნება კრიპტოვალუტის ამა თუ იმ ფასზე დამოკიდებული.
– ბიტკოინის რაოდენობა შეზღუდულია. რა მოხდება ამ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით, როდესაც მაინინგი შეუძლებელი იქნება?
– მაინინგის პროცესი დაკავშირებულია კრიპტოვალუტასთან ტრანზაქციის მხარდაჭერასთან. მაინერები ანაზღაურებას იღებენ ვალუტის სახით, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ. ეს პროცესი ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს საფასურის გადახდას შუამავალი ბანკისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ფინანსური შუამავლები იღებენ ფიქსირებულ ვალუტას, როგორიცაა დოლარი, ევრო ან ბრიტანული გირვანქა.
– რომელმა კრიპტოვალუტამ შეიძლება შეცვალოს ბიტკოინი?
– ნებისმიერმა კრიპტოვალუტამ, რომელიც შექმნის ნდობის უფრო მაღალ დონეს, უფრო დაბალ ტარიფებს და მყიდველებისთვის მნიშვნელოვან სხვა თვისებებს, შეიძლება შეცვლოს ბიტკოინი. ძნელია დადებითი მოლოდინი სექტორში, რომელიც დერეგულირებულია, მოიცავს მაღალ რისკებს და ემსახურება ჩრდილოვან ეკონომიკას, თუმცა ამ სექტორში შექმნილმა ტექნოლოგიამ მომავალში შეიძლება მნიშვნელოვან როლი შეასრულოს.