25 წლის ანასტასია შატალოვას საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეუფარდეს.
ადვოკატები აცხადებენ, რომ სახელმწიფო ბრალდებას არანაირი მტკიცებულება არ აქვს, რომ დაკავებულებს ბრალი წაუყენოს, მათ შორის არ არის ამოღებული დანაშაულის ჩადენის იარაღი.
პროკურორის განცხადებით კი, მტკიცებულებებს შორის აქვთ ვიდეოჩანაწერები, ჩვენებები და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები.
ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს მოკლეს. მისი მკვლელობის საქმეზე 3 პირია დაკავებული.