spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანდერს ფოგ რასმუსენი – ჩვენ დავპირდით საქართველოსა და უკრაინას ნატო-ს მაგიდასთან ადგილს, დროა, ეს დაპირება შესრულდეს

ჩვენ დავპირდით საქართველოსაც და უკრაინასაც ადგილებს ნატოს მაგიდასთან 2008 წელს და დროა, ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა ჩვენი დაპირების განსახორციელებლად, – ამის შესახებ  NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი  Politico-ში გამოქვეყნებულ წერილში  წერს. 

 

“ჩვენ დავპირდით საქართველოსაც და უკრაინასაც ადგილებს ნატოს მაგიდასთან 2008 წელს და დროა ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა ჩვენი დაპირების განსახორციელებლად. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება იმ პირობით, რომ ნატოს მე-5 მუხლი ფარავს მხოლოდ კიევისა და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს, მაგრამ ნატოს არ შეუძლია ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა გაფართოებასთან დაკავშირებით, როცა პუტინი იქცევა, როგორც კარისკაცი”, – წერს რასმუსენი.

 

მისივე თქმით, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, თუმცა ეს არ შეიძლება ხდებოდეს იმ პირობებში, როდესაც რუსეთს იარაღი აქვს მობჯენილი.

 

“თუ ჩვენ უკან დავიხევთ, ეს იქნება გზავნილი, რომელსაც გაიგებენ, როგორც ჩვენზე დამოკიდებული დემოკრატიები, ისე ავტოკრატები, რომლებსაც ჩვენი თავისუფლების ეშინიათ“, – წერს ანდერს ფოგ რასმუსენი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები