spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანდერს ფოგ რასმუსენი – ეს არასწორი არჩევანი იყო, თბილისისა და კიევისთვის მაპი იქ, ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა

თბილისისა და კიევისთვის მაპი იქ, ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა. ეს არ გავაკეთეთ – ეს კი სიგნალი იყო პუტინისთვის, რომ ნატოში უთანხმოებაა. მან ეს სისუსტე გამოიყენა და მალევე შემოიჭრა კიდეც საქართველოში, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს.

“2008 წელს ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინას მაპ-ი არ მივეცით, მაგრამ დავპირდით, რომ გახდებოდნენ ნატოს წევრები, შემდეგ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, შევქმენით ნატო & უკრაინის და ნატო & საქართველოს კომისიები. ანუ, მაპ-ით გათვალისწინებული პროცესის ნაცვლად, წინსვლის სხვა გზა ავირჩიეთ. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ეს არასწორი არჩევანი იყო – თბილისისა და კიევისთვის მაპი იქ, ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა. ეს არ გავაკეთეთ – ეს კი სიგნალი იყო პუტინისთვის, რომ ნატოში უთანხმოებაა. მან ეს სისუსტე გამოიყენა და მალევე შემოიჭრა კიდეც საქართველოში

ესკალაციის რეალური რისკი არსებობს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მეორე მხრივ, უნდა ვთქვა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა მეტი იარაღი და სხვა სამხედრო აღჭურვილება უნდა მიაწოდონ უკრაინას, და შეეშვან ყოველგვარ ბიუროკრატიას ამ საკითხში. დაუყოვნებლივ უნდა მივაწოდოთ უკრაინას საბრძოლო დრონები, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო რაკეტები. ყველაფერი, რაც მათ დაეხმარება იმაში, რომ თავი უკეთ დაიცვას. უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავართ: პუტინს ან დღეს ვუპირისპირდებით, ან ხვალ თავადვე მოგვიწევს ვეომოთ, რადგან ის უკრაინით არ დაკმაყოფილდება“, – აცხადებს რასმუსენი „რადიო თავისუფლებასთან“.

მისივე თქმით, პუტინი შეპყრობილია „დიადი საბჭოთა კავშირის“ აღდგენის იდეით იმ ტერიტორიაზე, რომელიც საბჭოთა კავშირს ჰქონდა. 

“მახსოვს, 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე ნატოსა და რუსეთის შეხვედრა გვქონდა და პუტინი გაცოფებული გამოვიდა იქიდან, რადგან ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებოდნენ. იმ შეხვედრისას, პუტინმა გამოგვიცხადა, რომ უკრაინა, და განსაკუთრებით ყირიმი, ეს რუსეთის ნაწილი იყო და არა დამოუკიდებელი ქვეყანა, რომ კიევი ყველა რუსი ქალაქის დედა იყო და ასეთები. ნეტა მაშინ კარგად მოგვესმინა მისთვის, მაგრამ სერიოზულად არ აღვიქვამდით – მაშინ რომ აღგვექვა სერიოზულად, დღეს უკეთ ვიქნებოდით მომზადებულები ყველაფერ იმისთვის, რაც ბოლო ათი და მეტი წლის განმავლობაში ჩაიდინა. ძალიან ვნანობ, რომ მაშინ პუტინი სერიოზულად არ აღვიქვით. და თუ რამე გაკვეთილის გამოტანა შეიძლება აქედან, ისაა, რომ პუტინი სერიოზულად უნდა აღვიქვათ. ახლა მაინც”, – აცხადებს რასმუსენი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები