spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანდრეი კასიანოვი – ელჩის გაწვევა ორ საკვანძო საკითხს უკავშირდება

ვლადიმერ ზელენსკის მიერ საქართველოში უკრაინის ელჩის უკრაინაში კონსულტაციებისთვის გაწვევა ორ საკვანძო საკითხს უკავშირდება, – ამის შესახებ უკრაინის ელჩის მრჩეველმა ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

 

“ამის მიზეზი 2 საკვანძო საკითხი იყო, პირველი მთავრობის პოზიციაა, რომელიც უკავშირდება სანქციებს, რომელიც რუსეთს მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით დაწესდა, და მეორე – გადაწყვეტილების არმიღება, რომელიც უკავშირდება მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში ჩვენი ჯარის დასახმარებლად. არსებობს კიდევ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ კონსულტაციებისას. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია ამ საკითხზე“, – აცხადებს კასიანოვი. 

 

მისივე თქმით, რუსეთი იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვების წინააღმდეგ იყენებს და განაგრძობს სარაკეტო დარტყმებს საცხოვრებელ სახლების, საავადმყოფოების, სამშობიაროების, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმართულებით. 

 

“დღეს ჩვენ მოწმენი გავხდით, რომ რუსეთის ფედერაციამ განახორციელა ცენტრალური მოედნისა და ხარკოვის ადმინისტრაციის მიმართ სროლა. დღეს ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ ყველა ეს ქმედება სამხედრო დანაშაულია, რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა და უკრაინა გამოიყენებს ყველაფერს, რათა რუსეთის ფედერაცია მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში“, – განაცხადა კასიანოვმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები