spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანდრეი კასიანოვი – ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავისი მოვალეობის შესასრულებლად ვაცნობებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს

კონსულტაციები შეიძლება, ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში, უკრაინის ელჩის მოვალეობის შესასრულებლად დაბრუნების შესახებ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საგარეო უწყებას, ომის პირობებში დიპლომატიური მუშაობის თავისებურებებს ვერ გაგიმხელთ, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

“თქვენთვის ცნობილია, რომ უკრაინის ელჩი გაწვეული იყო პირველ მარტს კონსულტაციებზე. ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავისი მოვალეობის შესასრულებლად ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. თანამდებობრივ პირობებში, კონსულტაციები შეიძლება, ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში. როგორც იცით, უკრაინაში სამი კვირაა, საომარი მდგომარეობაა და საქართველოში უკრაინის საელჩო აგრძელებს მუშაობას ომის პირობებში. ომის პირობებში დიპლომატია ასევე შორდება კლასიკურობას. ვერ გაგიმხელთ დიპლომატიური მუშაობის თავისებურებებს, მათ შორის, ომის დროს ელჩის მოღვაწეობას”, – განაცხადა კასიანოვმა.

 

ამასთან, მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

“ჩვენ მადლობლები ვართ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის, მხარდაჭერისთვის, რაც მან გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან გამოაცხადა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს პარლამენტში გამოსვლებს, რეაქციას პოლიტიკურ გარემოში და საზოგადოებრივ წრეებში, მუდმივად ვაცნობებთ კიევს ამის შესახებ“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები