გაოცებული ვართ საქართველოს ცალკეული წარმომადგენლების კომენტარებით, რომლებიც შიდა პოლიტიკურ სიტუაციას უკრაინის მოვლენებს აკავშირებენ – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმაანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინული მხარისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიული ბილეთი აქვს ამა თუ იმ ქართველს.
“გაოცებულები ვართ საქართველოს ცალკეული მოღვაწეების კომენტარებით, რომელიც ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, აკავშირებს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას უკრაინის მოვლენებს. უკრაინას გააჩნია პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსთან, ქართველი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი. ახლა უკრაინაში ყველა უკრაინელია და ყველა ომშია. ეს არის ომი ევროპისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიული ბილეთი აქვს ამა თუ იმ ქართველს, ვინც მზად არის დაეხმაროს უკრაინას ყველა შესაძლო ინსტრუმენტებით”, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.