spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ნაკრები დატოვა

უკრაინის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანდერი შევჩენკომ თანამდებობა დატოვა. ნაკრებიდან წასვლის შესახებ 44 წლის უკრაინელი სპეციალისტი “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე წერს.

 

“დღეს ამოიწურა ჩემი კონტრაქტი უკრაინის ფეხბურთის ასოციაციასთან. ნაკრებში ხუთი წელი გავატარე. ეს იყო მძიმე შრომის პერიოდი, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. მადლობელი ვარ პრეზიდენტის, რადგან უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებთან მუშაობის შესაძლებლობა მომცა.

 

მადლობელი ვარ თითოეული მოთამაშის, თითოეული ადამიანის, ვინც გუნდის შენებაში მეხმარებოდა. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისა და კრიტიკისთვის. ჩვენ ერთად შევძელით გვეჩვენებინა, რომ უკრაინული ფეხბურთი კონკურენტუნარიანი, პროდუქტიული და საინტერესოა. მწამს უკრაინის“, – წერს ანდრეი შევჩენკო.

 

ანდრეი შევჩენკომ ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით უკრაინის ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე იასპარეზა, ევრო 2020-ზე კი 1/4 ფინალში გავიდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები