spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქი უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება, ბოლო პერიოდი ფიზიკურად ძალიან უჭირს

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ფიზიკურად ძალიან უჭირს, ძალიან დიდი დატვირთვაა წირვა, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

“ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში პატრიარქი უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება. მისი მოღვაწეობის პერიოდში პატრიარქი გამოირჩეოდა იმით, რომ არ ტოვებდა არცერთ წირვა-ლოცვასა და დღესასწაულს. 

 

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ფიზიკურად ძალიან უჭირს, ძალიან დიდი დატვირთვაა წირვა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ. 

 

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. პატრიარქი სვეტიცხოვლობის ლიტურგიას არ დასწრებია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები