spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანდრია ჯაღმაიძე – სალომე ზურაბიშვილის და ილია მეორის შეხვედრა ვერ მოხერხდა, პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა ვერ მოხერხდა.

 

“სალომე ზურაბიშვილის და ილია მეორის შეხვედრა ვერ მოხერხდა. პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება. 

 

თხოვნა იყო, რომ დღეს შემდგარიყო ეს შეხვედრა და დღეს არ ხერხდება. მიზეზს ვერ დაგიკონკრეტებთ, უშუალოდ მე ამ პროცესში არ ვიყავი ჩართული“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები