spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანდრია ჯაღმაიძე – სინოდის წევრებს სურთ, რომ პატრიარქმა გააგრძელოს საქმიანობა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ გარკვეული პერიოდის წინ, პატრიარქი გადადგომაზე ფიქრობდა.

 

მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია მეორე გადადგომას აპირებს, “მორიგი ფანტაზია და ტყუილია”.

 

“პატრიარქს ჰქონდა გადადგომის შესახებ ნათქვამი, თუმცა არანაირი თარიღი და ვადები დასახელებული არ იყო. ალბათ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ასაკიდან გამომდინარე ფიქრობდა ამას. მღვდელმთავრები ძალიან წინააღმდეგები იყვნენ ამის, სინოდის წევრებს სურთ, რომ პატრიარქმა გააგრძელოს საქმიანობა”, – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

 

ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები