ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პუტინის რუსეთი დამარცხდება და ეს შეცვლის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასა და სისტემას, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრმა, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი უნდა გახდეს დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიული ქვეყნები კი ერთმანეთს არ ებრძვიან.
“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პუტინის რუსეთი დამარცხდება და ეს შეცვლის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას და სისტემას. იმედი მაქვს, რომ იმ კრიზისიდან, რომელიც დღეს არის ევროპულ კონტინენტზე, ევროკავშირი გამოვა უფრო ეფექტური სტრუქტურებითა და უფრო გამართული უსაფრთხოების პოლიტიკით. დარწმუნებული ვარ, როდესაც კრემლი დამარცხდება, ევროკავშირს მეტი ამბიცია გაუჩნდება სისრულეში მოიყვანოს ის დღის წესრიგი, რაც აქვს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის. ვფიქრობ, ევროკავშირს ექნება შანსი მეტად დაეხმაროს ამ ქვეყნებს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში.
ვფიქრობ, დასავლეთის ქვეყნები დაიწყებენ მუშაობას რუსულ ოპოზიციასთან, რომ იქ ჩამოყალიბდეს დემოკრატიული წყობილება. დემოკრატიული ქვეყნები კი ერთმანეთს არ ებრძვიან. რუსეთისთვის განმსაზღვრელი იქნება ურთიერთობა მის მეზობლებთან. უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი ურთიერთობა, როგორიც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიასა და საფრანგეთს შორის“, – განაცხადა კუბილიუსმა „მთავარ არხთან“.