spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანდრო გოცირიძე – სახელმწიფო უწყებამ გასცა აკრედიტაცია პირზე, რომელიც იძებნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ

ალექსანდერ მალკევიჩი თბილისში არჩევნების დღეს იმყოფებოდა, ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია. განსაკუთრებით ამძიმებს ამ ფაქტს ის, რომ სახელმწიფო უწყებამ გასცა აკრედიტაცია პირზე, რომელიც იძებნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ, – ამის შესახებ კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძმ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთ დაძაბულ მომენტში აკრედიტაციები არ გადის უსაფრთხოების სამსახურის მონიტორინგს ან გადის, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორის მიერ გამოცხადებული ძებნა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამგვარი ადამიანი დააკავონ.

“ალექსანდერ მალკევიჩი თბილისში არჩევნების დღეს იმყოფებოდა, ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია. განსაკუთრებით ამძიმებს ამ ფაქტს ის, რომ სახელმწიფო უწყებამ გასცა აკრედიტაცია პირზე, რომელიც იძებნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ და ფულადი ჯილდოც დაწესებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთ დაძაბულ მომენტში აკრედიტაციები არ გადის უსაფრთხოების სამსახურის მონიტორინგს ან გადის, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორის მიერ გამოცხადებული ძებნა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამგვარი ადამიანი დააკავონ.

მალკევიჩი არ არის უცნობი პიროვნება, ის იყო პრიგოჟინთან დაახლოებული პირი, ამ ტროლების და ბოტების ტექნოლოგიის ერთ-ერთი შემქმნელი, ზოგადად, არჩევნებში ჩარევისა და ცხადია, მისი შემოსვლა არ არის რიგითი, რუსი შოვინისტის შემოსვლა. მალკევიჩი არის კრემლის საცეცი, კრემლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ეს ადამიანი საფრთხეს წარმოადგენს და ჩვენი სახელმწიფო მასში საფრთხეს ვერ ხედავს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ საფრთხეს სხვაგან ვხედავთ და ასეც არის, ჩვენი სახელმწიფო საფრთხეს ხედავს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, ნატოში და ევროკავშირში დეკლარილებულ დონეზე“, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

26 ოქტომბერს თბილისში რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი ალექსანდერ მალკევიჩი იმყოფებოდა, რომელიც ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნის სანქციების ქვეშ არის. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ს ალექსანდრ მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და მასზე ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები