spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანდრო გოცირიძე – სანამ უკრაინაში ომი მიმდინარეობს, მანამდეა საქართველო დაცული რუსული აგრესიისგან

ერთადერთი გზა, რომელსაც ომისკენ მივყავართ, არის სწორედ ეს გზა. ხვალ, როგორც კი რუსეთი უკრაინას ან დაანაწევრებს, ან მისთვის მომგებიანი პირობებით ზავზე შეუთანხმდება, დადგება ჩვენი რიგი, –  ამის შესახებ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ანდრო გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ობიექტის საგანი ახალგაზრდა ევროპის ქვეყნებია.

“ერთადერთი გზა, რომელსაც ომისკენ მივყავართ არის სწორედ ეს გზა, იმიტომ, რომ რაც უფრო ადვილად გადასაყლაპი ლუკმა იქნები ნიანგისთვის, დათვისთვის, რასაც წარმოადგენს დღეს რუსეთი, მით უფრო მარტივად გადაგვყლაპავს ის ჩვენ.

სანამ უკრაინაში ომი მიმდინარეობს, მანამდეა საქართველო დაცული რუსული აგრესიისგან. მხოლოდ იმიტომ არის დღეს რუსეთი ასე ვთქვათ, “მოფერების” რეჟიმში, რომ მას ხელ-ფეხი აქვს შეკრული უკრაინაში. იმიტომ არის უკრაინაში საქართველოს ომიც და ყველა დამოუკიდებელი, თავისუფლების მოყვარე ხალხის ომი და არა იმიტომ, რომ იქ რუსეთსა და უკრაინას ერთმანეთში აქვთ გასაყოფი რაიმე. ახალგაზრდა ევროპა – საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ახლო პერსპექტივაში ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი – ეს არის რუსეთის ინტერესის ობიექტები და ხვალ, როგორც კი ის უკრაინას ან დაანაწევრებს, ან მისთვის მომგებიანი პირობებით ზავზე შეუთანხმდება, დადგება ჩვენი რიგი, მოლდოვას რიგი, სომხეთისა და სხვადასხვა ქვეყნების რიგი”, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები