spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანდრო გოცირიძე – სავარაუდოდ, პუტინი ტრამპთან შეხვედრას მხოლოდ იმისთვის გამოიყენებს, რომ საერთაშორისო არენაზე ისევ დაბრუნდეს

უსაფრთხოების სპეციალისტის ანდრო გოცირიძის აზრით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრას ვლადიმერ პუტინი სათავისოდ გამოიყენებს და საერთაშორისო არენაზე დაბრუნებას ეცდება, თუმცა დამთმობი არც აშშ-ის ახალი პრეზიდენტი იქნება.

როგორც მან Front News-ს განუცხადა, რუსეთი ეცდება ეს შეხვედრა იზოლაციის დასასრულად გამოაცხადოს და უკრაინაში ომის გაჩაღება ბაიდენის ადმინისტრაციას გადააბრალოს.

“არჩეული პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში აცხადებდა, რომ ის ომს 24 საათის განმავლობაში დაასრულებდა, თუმცა არჩევის შემდგომ ოპტიმალურ დროდ იგი 6 თვეს ასახელებს. როგორც ორმხრივი განცხადებებიდან ჩანს, სატელეფონო საუბარი და შეხვედრაც უკვე მომწიფებულია. ბუნებრივია, რუსეთი ეცდება ეს შეხვედრა იზოლაციის დასასრულად გამოაცხადოს და უკრაინაში ომის გაჩაღება ბაიდენის ადმინისტრაციას გადააბრალოს, ამასთან, კრემლი სავარაუდოდ, არ დააფიქსირებს შესრულებად პირობებს ომის შეწყვეტისთვის.

ბოლო დროს დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში გაძლიერდა განცდა, რომ ეს ომი ბრძოლის ველზე არ გადაწყდება და სავარაუდოდ, ახალი ადმინისტრაცია პუტინთან შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის და დიპლომატიური დარეგულირების მოთხოვნით წარდგება, თუმცა რას მოითხოვს რუსეთი ამის სანაცვლოდ, უცნობია. თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების სრული გაწმენდას რომ არარეალისტურად მიიჩნევს, ეს დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმაც.

არ ვფიქრობ, რომ ტრამპი მეტად დამთმობი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ამგვარ მოლაპარაკებაზე არაკონსტრუქციული პოზიციით წარდგება (კრემლმა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ოცწლიანი მორატორიუმიც კი არარელევანტურად მიიჩნია), სავარაუდოდ, პუტინი ამ შეხვედრას მხოლოდ იმისთვის გამოიყენებს, რომ საერთაშორისო არენაზე ისევ დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და “ამოსუნთქვის” საშუალება მიიღოს“, – განაცხადა ექსპერტმა.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის აპირებს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს “ძალიან სწრაფად” შეხვდეს მას შემდეგ, რაც მომავალ კვირას თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები