ასეთი გვერდში დგომა, რასაც თქვენგან ვხედავ, არის მეგობრობის და სიყვარულის მაგალითი. მალე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, – ამის შესახებ დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეს წერილს მისი უფლებადამცველი ავრცელებს.
მსახიობი ციხიდან მაყურებელს მადლობას უხდის.
“ასეთი გვერდში დგომა, რასაც თქვენგან ვხედავ, არის მეგობრობის და სიყვარულის მაგალითი, რომელიც სამაგალითო იქნება კიდევ ძალიან დიდი ხანი.
მალე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.
ასევე, დიდი მადლობა მაყურებელს.
შევხვდებით თეატრში!”, – წერს ანდრო ჭიჭინაძე.
დაკავებულ ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული კი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.