დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად მსახიობები და მისი მეგობრები დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან იმყოფებიან.
როგორც იქ მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, ანდრო ჭიჭინაძის დაკავება ახალგაზრდების დაშინებას ემსახურება.
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში პოლიცია იყო შესული. ჩატარდა ჩხრეკა.
რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია აღნიშნულზე ჯერ არ გაუვრცელებია.