spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანექსირებული ყირიმიდან ბელარუსსა და ოკუპირებულ აფხაზეთთან ერთად ავტობუსი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებითაც ივლის

ანექსირებული ყირიმის ე.წ. ტრანსპორტის მინისტრის ნიკოლაი ლუკაშენკოს თქმით, “მინსკში და სოხუმში რეგულარულ რეისებთან ერთად ცხინვალის მიმართულებით ახალი მარშრუტისთვის” ემზადებიან. 

 

“ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სამხრეთ ოსეთთან ავტობუსით კომუნიკაცია. მარშრუტის გახსნას საკურორტო სეზონის დასაწყისისთვის ვგეგმავთ, წლის ბოლომდე აუცილებლად გაიხსნება”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

 

მისივე თქმით, ოქტომბრიდან იალტიდან მინსკის მიმართულებით ავტობუსი მოძრაობა, რაც “ძალიან მოგებიანი”. შარშან ავტობუსი ევპატორიიდან ოკუპირებული სოხუმის მიმართულებითაც გავიდა.

 

ლუკაშენკოს თქმით, თუ მოთხოვნა იქნება რეისები ყოველდღიურად შესრულდება, გზას სამი დღე დასჭირდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები