spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანი ნადარეიშვილი – 9 წლის წინ 13-ჯერ გამართლებული პირველი პოლიტიკური პატიმარი რომ დაგვეცვა, დღევანდელ მდგომარეობამდე არ მივიდოდით

ახლა თუ დავთმობთ მიშას, შემდეგი 9 წლის განმავლობაში ყველას ლეიბის ქვეშ აღმოჩნდება თითო ავტომატი“, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი აცხადებს. 

 

მისივე თქმით, ამ 9 წლის წინ 13-ჯერ გამართლებული პირველი პოლიტიკური პატიმარი რომ დაგვეცვა და არ დაგვეშვა ამდენი უსამართლობა, დღევანდელ მდგომარეობამდე არ მივიდოდით. 

 

“დღეიდან დაიწყო ბაჩოს ტყვეობის მეათე წელი, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოლიგარქის ივანიშვილის სასამართლომ 9 წელი მიუსაჯა (არ დავიწყებ ახლა აქ როგორ და რის საფუძველზე) და მიუხედავად იმისა, რომ არავის აქვს უფლება პატიმარი თუნდაც ერთი საათით ზედმეტად გააჩეროს საპატიმროში.

 

ჯერჯერობით ოლიგარქის სასამართლოს ბოლო განჩინებით 2022 წლის 1 მარტს თავისუფლდება, მაგრამ გულწრფელად მითხარით, რომელს გაგიკვირდებათ ერთ დღესაც აი ის სუს-ის ტაბელური ავტომატი ან ხელყუმბარა, რომ აღმოუჩინონ საკანში ლეიბის ქვეშ, რომელსაც გარეთ ადამიანებს ბავშვების საწოლის ქვეშ უდებენ?!

 

ხოდა, ამ 9 წლის წინ 13-ჯერ გამართლებული პირველი პოლიტიკური პატიმარი რომ დაგვეცვა და არ დაგვეშვა ამდენი უსამართლობა, დღევანდელ მდგომარეობამდე არ მივიდოდით და ახლა თუ დავთმობთ მიშას, შემდეგი 9 წლის განმავლობაში ყველას ლეიბის ქვეშ აღმოჩნდება თითო ავტომატი“, – წერს ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fcosta.delpalma%2Fposts%2F10219069967852256&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”873″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები