spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანი წითლიძე – ეს ადამიანები არ არიან პარტიის წევრები და გაუგებარია, რატომ ითხოვენ თავმჯდომარის გადადგომას, ან რატომ აქვთ პრეტენზიები

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანი წითლიძის განცხადებით, პარტიაში არ არსებობენ კლანის წევრები, არსებობს განსხვავებული შეხედულებები.

 

“მინდა, მოვუწოდო ყველას, ვინც ახლა ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყოს შიდაარეულობა, რომ გაასწორონ ფოკუსი და ამ ფოკუსის სამიზნე არ არის ნიკა მელია. ფოკუსის სამიზნე უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი, რადგან ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი. ათი წლის განმავლობაში ამ პარტიამ გამოიარა ბევრი და მას ჰყავს წევრები, რომლებიც შიდაარჩევნებით გამჭვირვალედ და ღიად ირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს, გენერალურ მდივანს და პოლიტსაბჭოს. თუ პარტიის წევრებს ექნებათ პრობლემა ან კითხვა რომელიმე არჩეულ წევრთან, ამას გადაწყვეტს პარტია და პარტიის პოლიტსაბჭო. ეს ადამიანები არ არიან პარტიის წევრები, არიან სამოქალქო აქტივისტები და ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ითხოვენ იმ პარტიაში, რომლის წევრებიც არ არიან, ან პარტიის თავმჯდომარის გადადგომას, ან რატომ აქვთ პრეტენზიები. 

 

ის ადამიანები, მათ შორის ბატონი მუმლაძე, ბოლო ორი წელია, გამოჩნდა ასე აქტიურად და ჩვენ, პარტიის წევრებს, 10 წელია, ამ ბრძოლაში გვაქვს სისხლი ჩანთხეული და ეს პარტია გვაქვს მოტანილი აქამდე. ჩემთვის მიუღებელია, რომ პარტიის თავმჯდომარის კრიტიკა ხდებოდეს ამ ფორმით, მით უმეტეს, როდესაც ეს ადამიანები არ არიან პარტიის წევრები.

 

ათი წლის განმავლობაში ამ პარტიაში გამოვიარეთ ბევრი რამ, მათ შორის შიდადინება, მცდელობა შიდაარეულობის, გამოვიარეთ გარეძალების მიერ პროვოცირებული არაერთი შემთხვევა. ამ ათი წლის განმავლობაში ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ შევინარჩუნეთ, ისაა, რომ პარტია, რომლის მოსპობაც იყო რუსული „ოცნების“ ნომერ პირველი ამოცანა, არათუ დასუსტდა, არამედ უფრო გაძლიერდა და ეს ჩანს ყველა არჩევნებზე. 

 

“ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არსებობენ კლანის წევრები, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობს განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე კლანის წევრი ხარ. ნიკა მელიას გადაყენება არ იგეგმება და თუ ეს საკითხი დადგება, რომელიც არ დგას, ამას გადაწყვეტს პარტია, პარტიის პოლიტსაბჭო, რეგიონული და რაიონული ორგანიზაციები და არა სამოქალაქო აქტივისტები ან ადამიანები, რომლებიც არ არიან პარტიის წევრები. პარტიაში ცვლილებების საკითხი არ დგას. რაც ახლა ხდება, არ არის შიდადაპირისპირება. ამიტომაც ამით აპელირება შეცდომაა. 

 

ეს ადამიანები არ არიან პარტიის წევრები, შიდადაპირისპირება იქნება პოლიტსაბჭოში რომ იყოს ეს ამბავი ან რაიონულ და რეგიონულ ორგანიზაციებში იყოს დაპირისპირება. კეზერაშვილის საკითხზე არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით. ეს არის აზრთა სხვადასხვაობა და არა დაპირისპირება“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები