spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანი წითლიძე „ქართულ ოცნებას“ – თქვენ წარმოადგენთ პრორუსულ ძალას

“მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თქვენი ყველა ქმედება არის აბსოლუტურად ლოგიკური იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ წარმოადგენთ პრორუსულ ძალას და 2012 წლიდან დღემდე მიზანმიმართულად ანგრევთ სახელმწიფო სტრუქტურებს და აზიანებთ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს“,-ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა ანი წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

 

მისი თქმით ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და დადასტურებაა უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუცია, რომლის მიღებასაც საპარლამენტო უმრავლესობა რეზოლუციაში რუსეთის ხსენების გარეშე გეგმავს. 

 

“ძალიან ბევრ ნათელ მაგალითთან ერთად, ერთ-ერთი ნათელი მაგალითი და დადასტურებაა უკრაინის შესახებ ის რეზოლუცია, რომელიც თქვენ ახლა უნდა მიიღოთ რუსეთის ხსენების გარეშე. ჩვენ და პირადად მე, არ შემოვსულვართ ამ პარლამენტში იმისთვის, რომ თქვენთან პოლემიკა გავმართოთ. თქვენთან დაკავშირებით ისედაც ყველაფერი გასაგებია, რას წარმოადგენთ, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც. ჩემი მთავარი მიზანია, ყოველ დღე შეგახსენოთ ის ზიანი, რომელიც თქვენ მიაყენეთ ჩემს რეგიონს, სამეგრელოს, და ყველა ის პრობლემა, რომელიც თქვენ ათი წლის განმავლობაში არა თუ გადაჭერით, არამედ კიდევ მეტი შექმენით“,-განაცხადა ანი წითლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები