დაპირისპირებაა ზუგდიდის საკრებულოში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ანი წითლიძე საკრებულოს შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.
მას შემდეგ, რაც ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ დაიწყო ბიუჯეტის განხილვა, ანი წითლიძე მისთვის ხელის შეშლას შეეცადა. წითლიძე აცხადებდა, რომ ვადაგასულ საკრებულოს არ აქვს უფლება მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების.
ზუგდიდის საკრებულოში საპოლიციო ძალებია მობილიზებული.
დღეს ბიუჯეტის დამტკიცება რამდენიმე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. აქამდე, მომავალი წლის ბიუჯეტი ტრადიციულად დეკემბრის ბოლოს მტკიცდებოდა.