spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ანჯეი დუდა – დიდი რუსეთის შესახებ იდეები სხვა ხალხების დამორჩილებას ნიშნავს

უკრაინის გმირული წინააღმდეგობა რომ არა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, უკრაინა ამჟამად იცავს, როგორც პოლონეთს, ასევე გერმანიასაც.

 

“დიდი რუსეთის შესახებ იდეები სხვა ხალხების დამორჩილებას ნიშნავს და ეს არ არის მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის იდეები, ამით რუსული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია გაჟღენთილი.

 

უკრაინის წყალობით, ეს საფრთხე ახლა კონტროლის ქვეშაა, მაგრამ ვფიქრობ, მომავალში, სამწუხაროდ, ეს საფრთხე აქტუალური გახდება. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერება. უკრაინა გვიჩვენებს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს კარგი იარაღით“, – განაცხადა დუდამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები