spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

Anonymous – საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა “ანონიმუსთან” აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა “ანონიმუსთან” აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ, ეს გაფრთხილებაა მჩაგვრელებისთვის, – ამის შესახებ ჰაკერების და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous სოციალურ ქსელში წერს.

“ბოლო კვირებში, Anonymous-მა კიბერშეტევები დაიწყო საქართველოში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ. ეს აქტივობა, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობის ყველა სამინისტროს ვებგვერდის შეჩერებით, გაგრძელდა თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე დღევანდელი დაჰაკვით, რომელიც განხორციელდა Anonymous-თან აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ, მოიცავდა ავტობუსის სალაროს აპარატებში შეღწევას, როგორც პირდაპირი გზავნილი კორუმპირებული ხელისუფლებისთვის, რომელმაც გააყალბა არჩევნები და დააწესა ავტორიტარული რეჟიმი.

ეს არის გაფრთხილება მჩაგვრელებისთვის: თქვენი დანაშაული დემოკრატიისა და თქვენი ხალხის წინააღმდეგ უპასუხოდ არ დარჩება.

ქართველ ხალხს: ადექი, შეეწინააღმდეგე და დაიბრუნე შენი თავისუფლება. თქვენ მარტო არ ხართ ამ ბრძოლაში.

გაუმარჯოს საქართველოს”, – წერს Anonymous.

24 იანვარს თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში – ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, გადახდის აპარატებიდან საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები, ზვიად გამსახურდიას და ზურაბ ჟვანიას ისტორიული ფრაზები, ასევე ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი ისმოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები