პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ოხანაშვილი აზიარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული ერთ-ერთი რესპონდენტის საბა ბრაჭულის კომენტარს, რომელიც “გამჭვირვალობის კანონზე” საუბრობს.
“ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს მდიდარმა NGO-ებმა და ალაპარაკეს ტყუილები!
არგუმენტები არ აქვთ და მიზანმიმართულად ცდილობენ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
ეს აღარ გამოუვათ, ყველა ასეთ სიცრუეს აუცილებლად ვამხელთ!”- წერს ანრი ოხანაშვილი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FGDAnriOkhanashvili%2Fvideos%2F763467562554574%2F&show_text=false&width=476&t=0″ width=”476″ height=”476″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>