spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანრი ოხანაშვილი ბანერებზე – კიდევ დავუმატებდი, ეს ბანერები წარმოაჩენს იმ ადამიანების რეალურ სახეებს

მე ამ ბანერებს კიდევ დავუმატებდი სტრასბუგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ამონარიდებს გირგვლიანის, ვაზაგაშვილის საქმეებზე და ა.შ. იქ ალბათ იქნებოდა ადგილი იმისთვის, რომ მათი რეალური სახე გამყარებულიყო სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

ოხანაშვილის თქმით, ბანერები – „არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს” |რადიკალური პილიტიკური ჯგუფების რეალურ სახეს წარმოაჩენს“.

 

“ჩვენ ყოველთვის საქმიან ფორმატზე ვართ ორიენტირებული და ვესაუბრებით ჩვენს საზოგადოებას, ამომრჩეველს და ჩვენს მოსახლეობას ვთავაზობთ კონკრეტულ პროგრამას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თუმცა რადიკალური პილიტიკური ჯგუფები ირჩევენ რადიკალიზაციის გზას, სიძულვილის ენას. ეს ბანერები კი არის იმ ადამიანების რეალური სახე, მათ, ვინც გადაწყვიტეს ამის გაკვრა, იმ ადამიანების რეალური სახეები წარმოაჩინეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები