წესი ეგეთია, რომ ხელისუფლება ესაუბრება ხელისუფლებას და თუ ხელისუფლებას ექნებოდა კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, ეს პოზიციები გაიცვლებოდა და ჩვენ შუამავალი თუ უნდა გვყავდეს „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინის ხელისუფლებასთან, მაშინ მშვიდობაში მოახმაროთ უკრაინის ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
“კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი და ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ ასწავლიან, რაც არა მგონია უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად ალბათ, უკრაინაში.
ეს ხალხია მათ გარშემო, რაც ძალიან სამწუხაროა და როდესაც კრიმინალი ადეიშვილი გიზის მოლაპარაკებათა მაგიდასთან, გასაკვირი შემდგომ, მათი რაღაცა ნაბიჯები და შემდგომ ჩვენი რეაქცია, ბევრისთვის არ უნდა იყოს“, – აცხადებს ოხანაშვილი.