spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანრი ოხანაშვილი – პარლამენტმა სრულად მიიღო მხედველობაში კომისიის ყველა რეკომენდაცია, რომელიც სამართლებრივ მოსაზრებებზე იყო დაფუძნებული

“ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასებამ დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტმა სრულად მიიღო მხედველობაში ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, რომელიც სამართლებრივ მოსაზრებებზე იყო დაფუძნებული”, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილ და შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის  მოსაზრებას გამოეხმაურა.

 

ოხანაშვილის განცხადებით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, “ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების არა ერთი სპეკულაციური განცხადება მოვისმინეთ“.

 

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მასშტაბურად გადაისინჯა ორგანული კანონი და მოწესრიგდა მთელი რიგი საკითხები.

 

“ჩვენ მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მასშტაბურად გადაისინჯა ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ და მოწესრიგდა შემდეგი საკითხები: 1. დაიხვეწა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნის წესი. ყველა მოსამართლე დაინიშნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის სტანდარტებით. 2. მოსამართლის განწესების შესახებ გადაწყვეტილების წარმატებით გასაჩივრების შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს დაევალებათ სათანადოდ გაითვალისწინონ საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილება. 3. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ მიკერძოების დადგენის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამის წევრს შეეზღუდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის პროცესის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობა. 4. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად დადგენილი სპეციალობით მუშაობის 5 წლიანი სტაჟი 10 წლიანი სტაჟით იცვლება. 5. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრობის კანდიდატებს მიეცათ უფლება კენჭისყრამდე წარუდგინონ თავიანთი ხედვა მოსამართლეთა კონფერენციას.  დადგინდა საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას პარლამენტში მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება. 6. იკრძალება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხზე მეტი მოსამართლე წევრის არჩევა რომელიმე ექვს თვიან პერიოდში. ასევე, იკრძალება პარლამენტის მიერ ერთი და იმავე სესიის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხზე მეტი წევრის არჩევა. 7. ზუსტდება მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების საფუძვლების შინაარსი. მოსამართლის თანხმობის გარეშე, მისი სხვა სასამართლოში მივლინების ვადის გაგრძელების მაქსიმალური ხანგრძლივობა ორი წლიდან მცირდება ერთ წლამდე. ზუსტდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თავისი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. 8. ზუსტდება მოსამართლის მიერ, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით, აზრის საჯაროდ გამოთქმის შესახებ ნორმის შინაარსი. 9. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად დადგენილი კვორუმი სრული შემადგენლობის უმრავლესობიდან ორ მესამედამდე იზრდება. 10. დადგინდა შესაბამისი სასამართლო აქტების ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის დაშტრიხვის გარეშე გაცემის წესი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები