spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანტონ ობოლაშვილი – სამცხე-ჯავახეთში პარტიული კონფერენციები ორი დღის განმავლობაში გაიმართება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანტონ ობოლაშვილის თქმით, სამცხე-ჯავახეთში გამართულ პარტიულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და ბიუროს წევრებს აირჩევენ.  

 

“სამცხე-ჯავახეთში პარტიული კონფერენციები ორი დღის განმავლობაში გაიმართება. დღეს გვექნება ახალციხეში, ადიგენსა და ბორჯომში, ხვალ კი – ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. იქნება განხილვები, საუბრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნული იქნება ისიც, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი გამომდინარეობს საქართველოს ინტერესებიდან“, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა. 

 

“ქართული ოცნების“  პარტიული კონფერენციები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. კონფერენციები უკვე ჩატარდა აჭარასა და თბილისში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები