ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ორჭიდის ჯამში 387 კილოგრამით მესამე ადგილზე გავიდა.
ატაცში მან 177 კილოგრამი, აკვრაში კი მიღებული ტრავმის მიუხედავად 210 კილოგრამი ასწია.
ამ დროისთვის საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე 5 მედალი აქვს, მათ შორის ერთი ოქრო და სამი ვერცხლი.