გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
“თქვენი ხელმძღვანელობით, მოუთმენლად ველი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მაშინ, როდესაც თქვენ ახორციელებთ თქვენს ვალდებულებას დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერების კუთხით. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ერთგული რჩება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მხარდაჭერისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართ.
დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის იმედი ჰქონდეს”, – განაცხადა გუტერეშმა.