გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში „ეპიდემიისთვის მზადყოფნის საერთაშორისო დღეს“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა, სადაც წერს, რომ„ კოვიდ-19“ არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება.
გაეროს გენერალური მდივნის თქმით, მსოფლიო შემდეგი პანდემიებისთვის უნდა მოემზადოს.
“კოვიდ-19“ არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება. რამდენადაც ჩვენ ამჟამად ვპასუხობთ ჯანმრთელობის ამ კრიზისს, უნდა მოვემზადოთ შემდეგი კრიზისისთვის. ეპიდემიისთვის მზადყოფნის საერთაშორისო დღეს, მოდით, ამ საკითხს მივაქციოთ ისეთი ყურადღება და მივცეთ ის ინვესტიცია, რასაც იმსახურებს“, – წერს ანტონიო გუტერეში.