გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადებით, დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე უკრაინის ნებართვის გარეშე განლაგებული რუსი სამხედროები სამშვიდობოები არ არიან.
“როდესაც ერთი ქვეყნის ჯარები შედიან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე მისი თანხმობის გარეშე, ისინი არ არიან მშვიდობისმყოფელები“, – განაცხადა გუტერეშმა.
მისივე თქმით, გაერო სრულად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენტიტეს.