ევროკავშირმა უნდა შექმნას საკუთარი ერთიანი არმია, რომელიც ითამაშებს როლს მშვიდობის შენარჩუნებაში და ასევე კონფლიქტების თავიდან აცილებაში, – ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ La Stampa-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მისი პარტიისთვის პრიორიტეტია ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.
როგორც მან აღნიშნა, ბლოკს სურს იყოს მშვიდობისმყოფელი მსოფლიოში – მას სჭირდება ჯარი, რაც იქნება ფუნდამენტური წინაპირობა ეფექტური ევროპული საგარეო პოლიტიკის არსებობისთვის.
“მსოფლიოში ისეთი ძლიერი მოთამაშეებით, როგორებიცაა აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი – ახლო აღმოსავლეთიდან ინდო-წყნარი ოკეანის კრიზისებით – იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის ან სლოვენიის მოქალაქეებს შეუძლიათ დაიცვან მხოლოდ ის, რაც უკვე არსებობს, კერძოდ, ევროპული კავშირი“, – განაცხადა მან.
ამასთან, ტაიანი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირმა უნდა გაამარტივოს თავისი ხელმძღვანელობა და ჰყავდეს ერთი პრეზიდენტი ევროსაბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ამჟამინდელი სტრუქტურის ნაცვლად.